რუბრიკები
დევნილთა საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდში გამაფრთხილებელ აქციას მართავს
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო -ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისთან დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მათი მოთხოვნა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მთლიანი და მათ შორის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას გადაყენებაა. საინიციატივო ჯგუფი ახალი პროგრამითა და ხედვით კონკრეტულ სფეროში მუშაობის განახლების მოთხოვნით გამოდის. როგორც რადიო "ათინათთან" საუბარში დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა თეონა ქარდავამ განაცხადა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ზუგდიდში საპროტესტო აქციების გამართვას, კარვის გაშლას და შიმშილობის დაწყებას აპირებენ. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელობაში პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  მორის შოგირაძემ რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა მთელი ამ ხნის მანძილზე შეძლებისდაგვარად ცდილობდა დახმარება გაეწია მათთვის, მისი განცხადებით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ბრალდებები აბსურდულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.