წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მერაბ ჯინჯოლიამ პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა დატოვა. ჯინჯოლიამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა რადიო "ათინათთან" პირად საუბრებში აღნიშნა, რომ ეს მის მიერ მიღებული გადაწყეტილების საფუძველზე მოხდა.
ჯინჯოლია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახლანდელ გამგებელს გოგა გულორდავას და მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდს, თანამშრომლობისთვის და ერთად შესრულებული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას, თანამშრომელსა და ჩემდა საბედნიეროდ ბევრ ახლად შეძენილ მეგობარს სამსახურეობრივი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობებისათვის. გამგეობის მთელ გუნდს უკლებლივ ყველას, ახალი გამგებლის გოგა გულორდავას ხელმძღვანელობით, გულწრფელად გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს როგორც სამსახურეობრივ საქმიანობაში ასევე პირად ცხოვრებაში".
რადიო "ათინათი" წალენჯიხის გაგებელს გოგა გულორდავას დაუკვშირდა. გულორდავას განცხადებით, ის თბილისში იმყოფება და აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ჯინჯოლია 2006 -2010 წლებში მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ.
ხოლო 2010 წლის ივნისში ხელმეორედ იქნა არჩეული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო ამავე წლის 1 ივლისიდან დაინიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.
მასალის გამოყენების პირობები