PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/meore.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/meore.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/meore.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/meore.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
გამგეობის წარმომადგენლების მიერ ხალხისთვის პირველი ანგარიშის წარდგენას ხმაური მოჰყვა(video)
22:02 / 12.03.2013
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა და მისმა მოადგილეებმა საზოგადოებას პირველი ანგარიში წარუდგინეს.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა და მას 150 მდე ადამინი ესწრებოდა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ედიშერ თოლორაიამ შეკრებილ საზოგადოებას მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. მან აღნიშნა, რომ ყველა საკითხი და პროექტი, რომელიც ქალაქის რებაილიტაციას ეხება საჯაროდ იქნება განხილული. იგი ასევე 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობას შეეხო და აღნიშა, რომ საბიუჯეტო თანხის მოცულობა წინა წელთან შედარებით 4 მილიონ 390 ათასი ლარით არის გაზრდილი და 22 მილიონ 109 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან ტრანსფერი 14 მილიონ 902 ათასი ლარია. ბიუჯეტიდან პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 6 მილიონ 800 ათასი ლარია განსაზღვრული.
გამგებლის მოვალების შემსრულებელმა ასევე ბიუჯეტის პრიორიტეტებზე და თანხის სხვადასხვა სფეროში გადანაწილებაზეც ისაუბრა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეებმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური სფეროს შესახებ ისაუბრეს. გურგენ სართანიას განცხადებით სოციალური დახმარების თანხები წინა პერიოდთან შედარებით 500 ათასი ლარით გაიზარდა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ერთ ერთი მონაწილის, არსამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობის დარბაზი,სამეგრელოს“ დამფუძნებელის თენგიზ ჯგუშიას მიერ ახლადარჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებაზე და მათ საქმიანობაზე აზრის გამოთქმის მცდელობას დარბაზში ხმაური მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ჯგუშიას, როგორც თვითონ აღნიშნა კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცა.
მოგვიანებით მედიასთან საუბარში თენგიზ ჯგუშიამ განაცხადა, რომ მას სურდა გამგეობის წარმომადგენლებისთვის შეკითხვები დაესვა იმ ძვირადღირებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით, რომლებითაც ისინი გადადგილდებიან. ჯგუშიამ ასევე დასძინა, რომ გამგეობის წარმომადგენლები ასვე საბიუჯეტო თანხების ფლანგვაში არიან შემჩნეულნი.
ჯგუშიას განცადებებს მოგვიანებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ გამგეობის სამსახურს ავტომანქანები წინა ხელისუფლებისგან დარჩა.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები