სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას პროკურატურამ ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნა, ამის შესახებ პროკურორებმა განცხადება დღევანდელ პროცესზე გააკეთეს.მათი თქმით, აღნიშნულ საქმეში გამოიკვეთა სხვადსახვა პროცესუალური დარღვევები, რის გამოც ბრალდება, სამეგრელოს გუბერნატორზე უნდა შეწყდეს.
პროკურატურა თავის მხრივ განმარტავს,რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა საპროცესო კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევით წარიმართა.პროკურორების თქმით, ბრალდების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა ის მოსაზრება, რომ გუნავას პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს,პოლიციელების მიერ უფელებამოსილების გადამეტების ფაქტი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
რაც შეეხება თენგიზ გუნავას მეორე ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მას ბენზინის ტალონებისა და თანხის მითვისებას ედავებიან, ამ საქმეზე სასამართლო მოსმენა 26 მარტს 11 საათზე განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები