აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი ბარამიას და უწყების წარმომადგენელთა გადადგომის მოთხოვნით აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები მეორე დღეა შიმშილობენ. აფხაზეთიდან დევნილი ქეთევან ჯობავა აცხადებს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი ბარამია დაკავებული თანამდებობიდან უპირობოდ უნდა გადადგეს.
დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, კობა ვაზგანავამ რადიო “ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები პროტესტს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის შენობასთან გააგრძელებენ, ხოლო შემდეგ თბილისში - გიორგი ბარამიას კაბინეტთან დაიწყებენ შიმშილობას.
დევნილები აცხადებენ, რომ პროტესტს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.
მასალის გამოყენების პირობები