საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.
რადიო „ათინათმა“ პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა, რომელიც აფხაზეთთან დამაკავშირებელ სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას ეხებოდა. “ეს არის მეტად ფაქიზი საკითხი და მიმდინარეობს მთავრობაში ამ თემაზე მუშაობა, სიჩქარემ შეიძლება დაგვაზიანოს, საქართველოსთვის მისაღები და სასარგებლო უნდა იყოს, ისე უნდა მოხდეს ამ პროცესების განვითარება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რადიო „ათინათმა“ ვერ მიიღო კონკრეტული გეგმა, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით და საერთოდ დაიწყება თუ არა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთში.
მასალის გამოყენების პირობები