Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/devnilebis-shexvedra.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სამოქალაქო სექტორი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა (video)
დევნილთა პრობლემების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია შეხვდა. აქვე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსი გოგი რევია. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ინიციატივით მოეწყო და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე სხვადსხვა კომპაქტურში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელ პირობებზე ისაუბრეს. არასამთრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მურმან მალაზონიამ განაცხადა,რომ რამდენიმე კომპაქტური ცენტრის რეაბილიტაცია დევნილების მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ გააუმჯობესებს და არც დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა იქნება ყველა დევნილის დასაკმაყოფილებლად საკმარისი. გამგეობის სამსახურის წარმომადგენელმა გოგი რევიამ დევნილთათვის გამგეობაში არსებულ პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით ამ დროისთვის გამგეობაში დევნილთა კუთხით ოთხი პროგრამა მიმდინარეობს: უფასო სასადილოები, ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა, ყოველი გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარება და უმწეო, მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი დახმარება. ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა ოთარ გოგოხიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს დევნილების დახმარებას. შეხვედრის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო სექტორს მიეღო ინფორმაცია თუ რა პროგრამით არის მოსული,და რის გაკეთებას აპირებს აფხაზეთის მთავრობის ახლად არჩეული ხელმძღვანელი სამეგრელოს რეგიონში. მისივე თქმით მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.