წლების განმავლობაში საქართველოში რადიო ყველაზე ნაკლებად პოპულარულ მედიად ითვლებოდა. იყო მცდარი წარმოდგენა, რომ რადიოს მოსახლეობის მცირე ნაწილი უსმენდა. IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით TNS Market Intelligences Caucasus-ის მიერ ჩატარებულმა „რადიოს აუდიტორიის კვლევამ“ აჩვენა, რომ რადიოს მსმენელთა რიცხვი გაცილებით მაღალია ვიდრე ეს მიჩნეულია. კვლევის მიხედვით რადიოს მსმენელთა მნიშვნელოვან ნაწილს საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს.
პარასკევს, 15 მარტს, 14:00 საათზე IREX-ის მულტიმედია განათლების ცენტრში (მისამართი: ალექსანდრე ჭავჭავაძის 10ა, განათლების მულტიმედია ცენტრი) IREX G-MEDIA კონსულტანტი, რიჩ მაკქლეარი და TNS Market Intelligences Caucasus-ის დირექტორი ნანა მორბედაძე კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. კვლევა დაიწყო 2013 წლის 17 იანვარს და კვლავ გრძელდება. რადიოს აუდიტორიის კვლევა მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის რადიოსადგურებსა და რეკლამის დამკვეთებს.
მასალის გამოყენების პირობები