PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/infrastruqtura.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დეცენტრალიზაციის კონცეფციაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ზუგდიდში იმსჯელეს (video)
19:17 / 15.03.2013
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგილაშვილმა სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და მათთან ერთად აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები განიხილა.
სამინისტროს მიერ შემუსავებული რეფორმის შედეგად ორდონიანი-მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა ჩამოყალიბდება, რაც მოსახლეობას მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის მიღების მეტ საშუალებას მისცემს. გარდა ამისა 3 500 სოფელში საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები შეიქმნება.
რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და სოფლებისგან თემები ჩამოყალიბდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზეც.
"დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენელის" ლაზარე ავალიანის განაცხადებით ზუგდიდის მოსახლეობამ თვითონ უნდა აირჩიოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ქალაქს უხელმძღვანელებს. ეს პროცესი კი ადგილობრივი საჭიროებების უკეთ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.
რეგიონული განვითარების ადა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირევლმა მოადგილემ, თენგიზ შეგილაშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის ძირითადი მიზანი ქალაქებში სრულყოფილი თვითმმართველობის მიღებაა რომელსაც საკუთარი აღმასრულებელი რგოლი და საკუთარი, დამოუკიდებელი ბიუჯეტი ექნება.
ასევ პროექტის თანახმად საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით ადგილობრივი ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები იქნება გათვალისწინებული.
თვითმმართველობის კონცეფციის განხილვა რეგიონებში დღეს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები