PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/statusi.mzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვენ (video)
18:56 / 18.03.2013
"ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფმა" მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვდრა გამართა.
შეხვედრის ძირითადი თემა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თენგიზ შერგილაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დროს სამინისტროს მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის გეგმის განხილვისას გაჟღერებული ინიციატივა იყო.
შეგრილაშვილმა ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე გაამხვილა ყურადღება.
„ჩვენ გვინდა საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ზუგდიდს აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი“-აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მერაბ დანელიამ.
საკუთარი ხელისუფლის არჩევის საშუალება ზუგდიდს 2006 წელს წაერთვა. დღეის მდგომარეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოიაზრება ერთი ქალაქი, რომელიც პირიბითად არის მითითებული და 30 ტერიტორიული ერთეული, სოფლის გამგეობების სახით, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი მერაბ ქვარაია და დასძენს, რომ ზუგდიდი იმსახურებს იდგეს საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების გვერდით და თვითონ აირჩიოს თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ასევე ქალაქის არჩევითი პირველი პირები.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში დისკუსიები უნდა გაიმართოს და აქტიური იყოს კანონის ფორმირების მიმდინარე პროცესში ჩართულობა, რათა ამ პროცესში აღიდგინოს ქალაქმა ის სტატუსი, რომელიც მან დაკარგა, თუ დააკარგინეს,- აღნიშნავენ "ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის" წევრები.
ამავე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მამუკა წოწერია ფიქრობს, რომ ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭებას ურბანული, დემოგრაფიული, ისტორიული და სოციალურ-ეკონომიკური წინაპირობები გააჩნია. ქალაქისთვის სტატუსის აღდგენა ასევე მმართველობითი ფუნქციების დეცენტრალიზაციას გამოიწვევს.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები