Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/decentralizacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/decentralizacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/decentralizacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/decentralizacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში დეცენტრალიზაციის პოზიტიურ და უარყოფით მხარეებზე იმსჯელეს
ქვეყნის დეცენტრალიზაციის გამოწვევბსა და პერსპექტივებზე სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას“ ფასილიიტაციით „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ წევრი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმინობის უკეთ წარმოჩენის გაუმჯობესებისა და მედიასთან ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბების საკითხებზე იმსჯელეს.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციასა და თვითმმართველობის  რეფორმაზე. სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“ საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ძირითადი პრინციპების შესახებ სარეკომენდაციო პაკეტს ამზადებს. აღნიშნულ პაკეტში მოცემული იქნება რეგიონალურ დონეზე ჩატარებული კვლევები იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება თან ახლდეს დეცენტრალიზაციას. შემუშავებული პაკეტის მიმოხილვა ჯერ თვითმმართველობის კომიტეტში გაიმართება, ხოლო შემდეგ უკუკავშირისთვის სამინისტროებს გაეგზავნებათ. „სიდას“ რეგიონული განვითარების მენეჯერმა, ჯუბა მარუაშვილმა დეცენტრალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არის მთელი რიგი შეკითხვები რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებთან და ქვეყნის მართვის საკანონმდებლო თუ სტრუქტურულ დონეზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით მნიშვნელოვანი საკითხია კანონში შესატანი ცვლილების მომზადების პროცესი, რომელის პირველი ეტაპი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად 2013 წელს უნდა დასრულდეს. დარჩენილი დრო კი კანონის ინიცირებისთვის საჭირო ყველა საკითხის განსახილველად საკმარისი არ არის-, აღნიშნავს  ჯუბა მარუაშვილი. ცვლილებების მომზადების ვადებთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაც. აუცილებელია ადამინმა იცოდეს დეცენტრალიზაციის შემთხვევაში რა იცვლება მისთვის სასიკეთოდ და პირიქით, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება ახლდეს პროცესს. „სიდას“  წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ძირითადი რისკები და გამოწვევები, რაც  დეცენტრალიზაციის პროცესს ახლავს არის პოლიტიკური მიუკერძოებლობის გამორიცხვა საზოგადოებრივ საბჭოებში, ნაკლები საჯარო განხილვა, თვითმმართველობების არასათანადო ჩართულობა სტრატეგიის განხილვის პროცესში, ასევე მოსალოდნელი წინააღმდეგობები სტრატეგიასა და კანონს შორის. მათ ასევე ისაუბრეს დეცენტრალიზაციის პოზიტიურ მხარეებზეც და აღნიშნეს, რომ ძირითადი პოზიტივი პროცესისა არის ის, რომ გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში და გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურობის მიწოდების ხარისხი , ასეევ საქართველოში ჩამოყალიბდება ორდონიანი თვითმმართველობა და ადგილზე შეიქმნება ინიციატივიან პირთა გამოვლენისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. სამუშაო შეხვედრები სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდამ“„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ წევრ ორგანიზაციებთან 13 მარტს დაიწყო და თითქმის ყვლა რეგიონში ჩაატარა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.