პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის პრობლემატიკაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თვასაზრისით არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული ინიციატივების შემუშავება წარმოადგენდა. ინიციატივები სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოების თანამშრომლობის საფუძვლად უნდა იქნეს შემუშავებული.
აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით თემატური დისკუსიები იმართება თბილისში და საქართველოს 5 რეგიონში.
ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ირაკლი ქობალაიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხრივ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველო ბოლო ადგილს იკავებს და ამ რეიტინგების ფსკერზეა. „ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დგას. თემატური შეხვედრები კი ხელ შეუწყობს ამ საკითხის წინ წამოწევას და გააქტიურებას,–„აღნიშნა ქობალიამ
გენდერული საკითხების აქტივიზაციაზე ისაუბრა ასოციაცია „იმედის“ წარმომადგენელმა ქრისტინე კილანავამ მან აღნიშნა, რომ სამეგრელოში ქალთა ჩართულობა პოლიკიტურ პროცესებში განსაკუთრებით დაბალია, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ის დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლის ქალბატონებს იყვნენ უფრო აქტიურნი და იკვენბდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს.
მასალის გამოყენების პირობები