„ინფორმირებული იძულებით გადაადგილებული პირები“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან ასოციაცია „სამეგრელო მედეა“-მ გამართა.
შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი: იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პრობლემები, ახალი რეალობა. სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემა იგპ-სთვის და დევნილთა შემწეობა-პოლიტიკური თუ სოციალური გადაწყვეტილება განიხილეს.
მოგვიანებით შეხვედრა ჯგუფურ რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა, რომლის შემდეგაც ჯგუფებმა შემუშავებული რეკომენდაციები ერთმანეთს გაუზიარეს.
სამეგრელო -ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის ირაკლი ქოჩუა შეხვედრას დადებითად აფასებს და დასძენს რომ მან თავის მხრივ აუდიტორიას დევნილთა სამინისტროს სტრატეგიული გეგმა გააცნო.ასევე ქოჩუას განცხადებით ზუგდიდში დევნილებისთვის რვა, 4 სართულიანი კორპუსი აშენდება. შეიქმნება სპეციალური საბჭო რომელიც შეისწავლის თითოეული დევნილი ოჯახის სახცოვრებელ მდომარეობას და ამის შედეგად მათ გადაეცემათ საცხოვრებელი სახლები.
ასოციაცია, „სამეგრელო მედეა“-ს ხელმძღვანელი მარინა დავითაის თქმით პროექტის ფარგლებში ეს ბოლო შეხვედრაა წარმოდგენილ სექტორთან. შეხვედრის მთავარი მიზანია სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა. გამოვლენილ პრობლემების გამოსასწორებლად კი სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები