მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ტკბილი წიწაკა - 2ც.,
- ბადრიჯანი - 1ც.,
- პომიდორი - 2 ც.,
- ქამა სოკო (შამპინიონი) კონსერვირებული - 100 გრ.,
- ზეთი - 2 ს.კ.,
- ნიორი - 2-3 ც.,
- ოხრახუში, კამა, მარილი.
მომზადების წესი: ტკბილი წიწაკა და ბადრიჯანი ორთლში მოხარშეთ. გაჭერით შუაზე, ამოუღეთ გული. პომიდორს გააცალეთ კანი. ეს მომზადებული ბოსტნეული დაჭერით კუბებად, დაამატეთ ზეთი, მარილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააცხელეთ ნელ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გააცივეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო და მარილშერეული ნიორი. გააფორმეთ მწვანილით.
მასალის გამოყენების პირობები