„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ურიდიას ცნობით დღეს, 29 მარტს დაგეგმილი სამუშოები ელექტროენერგიის დროებით შეზღუდვის შესახებ უამინდობის გამო გადაიდო. ასევე ურიდიას თქმით სამუშაოების შესრულების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურ „ზუგდიდი 2“, 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჩხოუშია“ გამოირთვებოდა, რის გამოც 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებოდა ზუგდიდში 7093 ბონენტს.
მასალის გამოყენების პირობები