ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა, როგორც ნადირაშვილი თავის განცხადებაში განმარტავს სამსახურებიდან გათავისუფლებული 2299 ადამიანი სამინისტროებში მუშაობდა, ხოლო 1790 - რეგიონებში გამგეობებსა და საკრებულოებში. ნადირაშვილის განცხადება ეფუძნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სამინისტროებსა და საკრებულოებიდან მიღებულ ცნობებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა თანამდებობა.მისივე განმარტებით ეს ინფორმაცია შეჯერებულია არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებთან. 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე სამსახური 4 089 ადამიანმა დაკარგა,“-განაცხადა ნადირაშვილმა. დეპუტატის თქმით, თავდაცვის უწყებიდან დათხოვილია 1167 ადამიანი, შსს-დან - 499, ფინანასთან სამინისტროდან -154, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან - 109. ნადირაშვილი აცხადებს, რომ ეს გათავისუფლება პირდაპირი შურისძიებაა მათზე, ვინც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოლიტიკური აზროვნების მატარებელია. „1 ივლისიდან გათავისუფლებების ახალი ეტაპი დაიწყება, როდესაც კანონი კონკურსით თანამშრომლების აყვანის თაობაზე ძალაში შევა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები