დღეს ზუგდიდის პოლიკლინიკა საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. აღნიშნული აქცია ორ დღეს გაგრძელდება.
დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ, ასევე მიიღებენ ექიმების კონსულტაციას და მედიკამენტებს.
როგორც პოლიკლინიკის ხელმძღვანელი, თამაზ ჯანაშია რადიო "ათინათთან" საუბარში აღნიშნავს, თბილისიდან 20 კვალიფიციური ექიმია ჩამოსული. მათ შორის იმყოფებიან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ვახტანგ სურგულაძე და ასევე პროფესორი ვეფხვია ოდიშარია. ამ დროსითვის დევნილთა პოლიკლინიკაში პაციენტთა რიგი დგას. ჯანაშიას განცხდებით მათი უმრავლესობა დევნილია, თუმცა არიან ადგილობრი მაცხოვრებლებიც, რომლებიც უპრობლემოდ ისინჯებიან. პაციენტებს საჭიროებისამებრ მედიკამენტებიც ეძლევათ.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორ ვახტანგ სურგულაძის განცხადებით, მსგავსი აქციები საქართველოს სხვა რაიონებშიც იგეგმება. ზუგდიდში მიმდინარე სამედიცინო გამოკვლევებს ხვალ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი გენადი გადელია დაესწრება.
მიმდინარე სამედიცინო აქცით დაახლოებით 600 ისარგებლებს. აქციას დევნილები დადებითად აფასებენ და მედიასთან საუბარში კმაყოფილებას გამოთქვამენ.
მასალის გამოყენების პირობები