ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს იწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით , ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) საინფორმაციო ცნობარი განთავსდა, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს.
ცნობარში სარეგისტრაციო პროცედურის ინსტრუქცია და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალია მოცემული. ცნობარი ასევე დაიბეჭდება გაზეთში ,,ახალი განათლება".
სააგენტოს ცნობითვე, 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 აპრილს დასრულდება. 5 აპრილს, 15:00 საათზე კი, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთათვის ღია კარის დღის ჩატარება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები