სამშობიარო სახლ „ლაიფის დამფუძნებლებმა მეცნიერების დოქტორთან, პროფესორ ივა კუზანოვთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ოფიციალურად ხელი მოაწერა. ზუგდიდელი საზოგადოებისთვის ესთეტიკური და პლასტიკური ოპერაციების ხელმისაწვდომობა უზრუნველყვეს. პაციენტებს აღნიშნული ოპერაციების ჩატარება წინასწარ ჩაწერით და რაც მთავარია შედარებით დაბალ ფასებში შეეძლებათ.
ზუგდიდში ვიზიტისას და ურთიერთთანამშრომლოის მემორანდუმზე, თავად ივა კუზანოვიც საუბრობს. პროფესორმა ზუგდიდელ მედიკოსებს მისი მუშაობისა და ჩატარებული ოპერაციების ამსახველი ვიდეო სლაიდები წარუდგინა და თანამედროვე მედიცინის შესაზლებლობებზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა. მეცნიერების დოქტორმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის ზუგდიდს თვეში ერთელ ეწვევა და მსურველ პაციენტებს ადგილზე მოემსახურება
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ახალი ტექნიკით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ,,ლაიფი" პაციენტებს უკვე 2012 წლის 1 დეკემბრიდან 24 საათის განმავლობაში ემსახურება. სამშობიარო სახლ „ლაიფის“ ერთერთმა დამფუძნებელმა ნინო აკობიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ კლინიკაში პაციენტს შეუძლია სადაზღვევო პაკეტითაც ისარგებლოს. აქ მკურნალობისა და მომსახურების ხარისხი ძალიან მაღალია.
მასალის გამოყენების პირობები