განმუხურის ამფითეატრში აქცია-კონცერტი „არ გააჩერო ანაკლია“ ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მტავარი მიზანი ანაკლია-განმუხურში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაა.
სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს აპარატის წარმომაგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ეს არ იქნება ერჯერადი სახის აქცია და ისინი ანაკლიის მშენებლობის გაგრძელების მოთხოვნას სხვადსხვა ფორმით გააგრძელებენ. ასევე წითლიძის თქმით კონცერტში მონაწილე მომღერლებს ჰონორარი არ მიუღიათ და დედაქალაქიდან საკუთარი სურვილით ჩამოვიდნენ.
საზოგადოებრივი ინიციატივის წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით სამოქალაქო აქციები თბილისშიც გაიმართება ერთადერთი მოთხოვნით, საქართველოში მშენებლობა და განვითარება არ გაჩერდეს და უნდა გაგრძელდეს.
კონცერტს, რომელსაც ათეულობით მაყურებელი ჰყავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მარიამ საჯაიაც ესწრებოდა.
აქცია-კონცერტზე ანაკლიის სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტომასალა იყო გამოფენილი და მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე დაეთვალიერებინა. ღინისძიება სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები