ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს 7 ათასს 300 ლარს ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვის ჩაურიცხავს რათა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტაძარში მოხერხდეს წირვა-ლოცვის აღვლენა. აღნიშნული თხოვნით ზუგდიდის გამგეობას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ მიმართა. მეუფე გერასიმეს წერილი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად, გამგეობამ წარადგინა და დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2013წლის 4 აპრილის # 311 განკარგულების მიხედვის რეგიონებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 96, 300 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხება. აღნიშნული თანხა მოხმარდება, რამდენიმე სოფელში კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ჩასატარებელ პროცედურებს და პროექტის მოსამზადებელ პროცესებს.
მასალის გამოყენების პირობები