ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიებს მიიღებენ. აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს იქნა განხილული და დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს. ამავე სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების გადასახური მასალების შესაძენად საკრებულომ ზუგდიდის გამგეობას გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნაზე თანხმობა ერთხმად მისცა.
მასალის გამოყენების პირობები