საქართველოს სახალხო დამცველმა ზუგდიდის #4 საპყრობილე დაათვალიერა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ პატიმრების მიმართ მოპყრობა აბსოლუტურად შეცვლილია. „ურთიერთობა ჰარმონიულია და ადმინისტრაცია ცდილობს გაითვალისწინოს და დაიცვას პატიმართა უფლებები“-აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ნანუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საბყრობილის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„შენობა ნამდვილად არის საქართველოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმ საპატიმროებს შორის რომლებიც კი მე მინახავს. ვერ შევადრაებ ვერც ერთ სხვა დაწესებულებას ,-"განმარტა ნანუაშვილმა.
მან ასევ დასძინა, რომ აუცილებელია ეს შენობა დაინგრეს და მის ნაცვლად უნდა მოხდეს ახალი დაწესებულების აშენება ზუგდიდში. სახალხო დამცველი მიიჩევს, რომ კარგი იქნება თუ ზუგდიდის საპყრობილეში არსებულ მდგომარეობას მედიაც გაეცნობა.
მასალის გამოყენების პირობები