ზუგდიდის თეატრში აფხაზეთიდან დევნილებს და ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი დავით ფაცაცია და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ეკა ბესელია, დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და თემურ ჭკუასელი შეხვნენ. შეხვედრაზე ძირითადი დრო „ქართული ოცნების“ მიერ უკვე განხორციელებულ პროგრამებზე, აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის გზით ურთიერთობების აღდგენას და ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე საუბარს დაეთმო.
შეხვედრაზე ასევე უნდა განხილული იყო აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ფაცაციას კანდიდატურა, თუმცა ფაცაციამ შეკრებილ მოქალაქეებს განუმარტა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ზემოაღნიშნული საკითხი არ იქნებოდა.
დავით ფაცაციამ შეკრებილ მოქალქეებს უთხრა, რომ აუცილებელია აფხაზებთან და ოსებთან ძველი ურთიერთობების აღდგენა.
შეხვედრა დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებული იყო, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თანამდებობაზე მხარს, დავით ფაცაციას კანდიდატურას უჭერს.
მოგვიანებით შეხვედრის ორგანიზატორებმა ენგურის ხიდზე გადაინაცვლეს და აფხაზებთან მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშნად ცაში მანათობელი ფარნები გაუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები