"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ზუგდიდიდანაც უერთდებიან. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წევრმა ბაჩო შელიამ რადიო "ათინათთან" საუბარში განაცხადა, ზუგდიდიდან აქციაზე დაახლოებით 1000 -მდე მხარდამჭერი მიემართება. მისივე განცხადებით კოლონა თბილისის მიმართულებით დილის 7:00 საათზე დაიძრა.
რადიო "ათინათის" კითხვაზე, თუ რა სახსრებით მოხდა მათი ტრანსპორტირების დაფინანსება, ბაჩო შელიამ განაცხადა, რომ თანხის დიდი ნაწილი ფრაქციის ზუგდიდის ოფისმა დააფინანსა, თუმცა არიან ადამინებიც, რომლებიც თავიანთი სახსრებით უერთდებიან აქციას.
მასალის გამოყენების პირობები