დედაქალაქში დაგეგმილ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის აქციას წალენჯიხიდანაც უერთდებიან. როგორც რადიო „ათინათის“ წყარო იტყობინება 200-მდე აქტივისტმა წალენჯიხის რაიონი გამთენიისას დატოვა. აღნიშნულ საკითხზე რადიო „ათინათი“ რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, ავთანდილ გაბელიას დაუკავშირდა. გაბელიამ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თბილისისკენ მიმავალი აქტივისტების ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები