"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე პრესკონფერენცია გამართა.
ნადირასვილი აცხდაებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებების შედეგად პოლიცია "გონზე მოვიდა" და რეგიონებიდან მომავალ კოლონებს აღარ აფერხებს, თუმცა პრობლემები ისევ რჩება.
"რეგიონებში დადის ზედამხედველობის სამსახური, ხელს აწერინებენ ადამიანებს, რომ არ წავლენ მიტინგზე. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კი მაინცდამაინც დღეს სანიტარული დღე გამოცხადდა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დეპუტატმა ასევე პრესკონფერენციაზე მაია სორდია და სოფიო კვარაცხელიაც წარადგინა, რომლებიც, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მესტიის გამგეობაში თანამდებობებზე აღადგინა.
ირმა ნადირაშვილმა მათ სამსახურში დაბრუნება მიულოცა და აღნიშნა, რომ მაია სორდია დღევანდელ მიტინგზე სიტყვითაც გამოვა.
"მათნაირი ადამიანი საქართველოში 5 ათასზე მეტია. ეს ქალბატონები არიან მაგალითი, რომ ბრძოლას აზრი აქვს და შენი სიმართლის დამტკიცება შესაძლებელია. ყველას მოვუწოდებ, იბრძოლონ და დაბრუნდებიან სამსახურებში. მაია სორდია ჩვენს აქციაზეც გამოვა და შეკრებილებს ეტყვის, როგორ იბრძოლონ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ნათესავების მიყვანა სამსახურში გამართლებული გზა არ არის", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები