რუსთაველზე მანიფესტაციის მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან იკრიბებიან. მათ შორის ზუგდიდიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან და გურიიდან. რუსთაველზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავაც.
როგორც თენგიზ გუნავა აცხადებს, დღეს პოლიციის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა და მათ თავისუფლად შეძლეს გამომგზავრება.
"დღევანდელ დღეს ჩვენ პოლიციის მხრიდან შეფერეხება არ გვქონია, თუმცა წინა დღეებში იყო დაშინება და ზეწოლა, რის გამოც, რამდენიმე მანქანა არ წამოვიდა", - აღნიშნავს იგი
პარლამეტნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად სტუდენტების ერთი ჯგუფი პერფომანსის გამართვას გეგმავს. როგორც ისინი აცხადებენ, პერფომანსის სიუჟეტის მიხედვით, ასახული იქნება უკანასკენლი 30 წლის განმავლობაში საქართველო-რუსეთის მოვლენები და ის თუ როგორ მოახერხებენ ქართველები რუსების განდევნას საქართველოს ტერიტორიდან.
მასალის გამოყენების პირობები