Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sainicativoooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sainicativoooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sainicativoooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sainicativoooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის მესამე შუალედური ანგარიში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მესამე შუალედური ანგარიში წარადგინეს. შეხვედრაზე საუბარი იყო მონიტორინგის ჯგუფის მიერ „სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფოს პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სოფლის კრებებზე აღმოჩენილ პროცედურულ დარღვევებზე, კერძოდ გამოვლინდა სოფლის კრებების შემაჯამებელი მონიტორინგის ოქმების გასაჯაროებასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯგუფის წევრების განცხადებით კრებებზე არ მიმდინარეობდა დამსწრეთა მონიტორინგი და არ მომხდარა პრიორიტეტების მარტივი კენჭისყრის გზით შერჩევა. მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ბიუროს უფროსმა მაია ღურწკაიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სოფლის კრებები პროცედურული დარღვევებით არ მიმდინარეობდა და გამგეობის სამსახურს ყველა შემაჯამებელი ოქმი გააჩნია, დაინტერესებულ პირებს კი მათი მიღება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით შეუძლიათ. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ფლანგვაზე, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ დაფინაფსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი. მონიტორინგის ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსები ძალიან მწირია, იმისთვის, რომ საშუალოზე დაბალი დონის საფეხბურთო კლუბის დაფინანსებისთვის ამ ოდენობის თანხა გამოიყოს. საბიუჯეტო პრირიტეტების არასწორ დაგეგმვად და ფინანსების არაეკონომიურ ხარჯვად აფასებენ „საინიციატივო ჯგუფის“ წევრები ქალთა საერთაშორისო დღისა და ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას. აღნიშნული ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საერთო ჯამში 9 319 ლარი დახარჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ბიუროს უფროსი მაია ღურწკაია აცხადებს, რომ გამგეობამ კულტურული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხები წინა წლებთან შედარებით შეამცირა და გაზარდა სოციალური პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. „საინიციატოვო ჯგუფის წარმომადგენლები“ მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მექანიზმებსაც შეეხნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს თხოვნით გაითვალისწინებულ იქნას, რომ მაწანწალა ძაღლების საჯაროდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლა ეწინააღმდეგება საზოგადოდ მიღებულ ჰუმანურობის პრინციპს და წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისიხლის სამართლებრივ დანაშაულს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პრობლემებსა და პერპექტივებზე, საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს რეფორმის განხორციელებაში, ხოლო საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გამორიცხოს კანონგარეშე ჩარევები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში. „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფმა“ ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა. შეხვედრას არ დასწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნუგზარ გაბელიამ აღნიშნა რომ მათ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.