შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორის თანამდებობაზე თეონა ხუფენიას კანდიდატურა იქნა არჩეული. კანდიდატის არჩევა ფარული კენჭისყრის გზით მოხდა და არჩეულმა პიროვნებამ ხმათა უმრავლესობა მიიღო.
უნივერსიტეტის რექტორი სასწავლებლის აკდემიური საბჭოს წევრებმა აირჩიეს. საბჭოში სულ 3 წევრია. რექტორის თანამდებობაზე 2 კანდიდატი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი თეონა ხუფენია და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ფარულავა იყრიდნენ კენჭს.
აკადემიური საბჭოს წევრმა ასოცირებულმა პროფესორმა მაია სოსელიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესი განათლების კანონის დაცვით ჩატარდა.
თეონა ხუფენიას ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის მიმართულებით სრული პროფეორის ხარისხი აქვს, იგი უნივერისტეტის რექტორის თანამდებობას 2009 წლიდან 2013 წლის მარტამდე იკავებდა. დღეს ჩატარებული არჩევნების შემდეგ კი იგი იგივე თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები