Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/qsenoni-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/qsenoni-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/qsenoni-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/qsenoni-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
შესაძლოა C ჰეპატიტის მკურნალობა 50%-ით გაიაფდეს
c-ჰეპატიტთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და რეგიონულ დონეზე პრევენციული ღონისძიებების წარმართვისთვის რესურსების მობილიზებაზე ასოციაცია „ქსენონის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს. C ჰეპატიტით მსოფლიოში 170 მილიონი ადამიანია ინფიცირებული ამ მხრივ, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. აქ დღესდღეობით C ჰეპატიტის ვირუსით დაახლოვებით 200 000 ადამიანია ინფიცირებული, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ს წარმოადგენს. საქართველოში პაციენტთა უმრავლესობას მედიკამენტების სიძვირის გამო, დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხარჯების დაფარვა არ შეუძლია. C ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და მართვისათვის აუცილებელ გამოკვლევათა საშუალო ღირებულება 1600 ლარია, ხოლო 48-კვირიანი მკურნალობის კურსი პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით 9000 ევროს უტოლდება. ამასთან, სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები, მკურნალობის მაღალი ფასის გამო, C ჰეპატიტის წინასამკურნალო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში მონაწილეობას არ ღებულობენ. არ არსებობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები; არაზუსტი ინფორმაციით მკურნალობის კურსი დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა გაიარა, მათმა უმრავლესობამ მკურნალობის საფასური თვითონ დაფარა. ასოციაცია „ქსენონის“ წარმომადგენელი ნინო ჯანაშია აღნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანის მკურნალობის დაფინანსება მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიც მოხდა. ფონდ ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ინფიცირებულთა მკურნალობისა პროგრამას მაისის ბოლოს წარმოადგენს. შემდეგ ეს პროგრამა მიეწოდება ქვეყნის მთავრობასა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, პროგრამით განსაზღვრული იქნება ჰეპატიტის მკურნალობის მოცულობა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მსოფლიოში არსებობს ორი წამყვანი ფარმა კომპანია, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს მსოფლიო ბაზარი, ხოლო როდესაც სახელმწიფო ერთბაშად შეიძენს დიდი რაოდენობის მედიკამენტებს C ჰეპატიტის მკურნალობისთვის, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ეს ორი კომპანია წამოვა სერიოზულ დათმობაზე და ექსპერტები თვლიან, რომ შესაძლოა მკურნალობა 50%-ით გაიაფდეს“-, აცხადებს ნინო ჯანაშია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.