27 აპრილს, დილის 10:00 სთ და 13:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გამგეობის საჯარო მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპი – ტესტირება ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტი "ფეიბუქის" ოფიცილური ვებგვერდით ავრცელებს. რადიო "ათინათი" ტესტირების პირობებს უცვლელად გთავაზობთ.
"თითოეული ტესტი შეიცავს 100 შეკითხვას და წარმატებით ჩაბარებულ ტესტად მიიჩნევა უმცროსი საჯარო მოხელეებისათვის 55 სწორი პასუხი, უფროსი საჯარო მოხელეებისათვის კი 65. ტესტირების პირველ ეტაპს გაივლის ატესტაციას დაქვემდებარებული 56 საჯარო მოხელე.
ტესტირების მეორე ეტაპი – გასაუბრება გაიმართება 7 მაისს.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიბი და სპეციალისტები ატესტაციის პირველ ეტაპს გაივლიან 14 მაისს, მეორე ეტაპი კი გასაუბრება ჩანიშნულია 22 მაისსთვის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტიში შექმნილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დავით ბელქანია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე) – საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე;
გოგა გულორდავა ( წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი) – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ზურაბ ხურციძე (კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია „საჩინოს“ აღმასრულებელი დირექტორი) – საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი;
მარინე შანავა( შპს „შანას“ დირექტორი) – კომისიის წევრი;
ნინო გაბულდანი(ქ.ჯვარის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) – კომისიის წევრი;
კოტე ჩიქობავა(ფსიქოლოგიის მასწავლებელი, საზოგადოება „წალენჯიხელის“ წევრი) – კომისიის წევრი.
დღეს, 26 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ბელქანია. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გოგა გულორდავა და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრები".
მასალის გამოყენების პირობები