ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა.
აფხაზეტის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი მედეა აბლოთია აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს, სოფელ სიდადან გალში მიმავალი სამარშუტო ტაქსი დაყაჩაღეს. 5 კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სამარშუტო ტაქსის მგზავრებს იარაღის მუაქარით ფული წაართვა. მძარცველების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები კონფლიქტურ ზონაში საკმაოდ ხშირად ხდება და ეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამინის უფლებათა დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის.
მასალის გამოყენების პირობები