დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში , არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰანგის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრზე, დღეს სადაზღვეო კომპანიების მუშაობაზე და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრას სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, „აისი“ ჯგუფისა და „ჯი- პი -აი ჰოლდინგის" სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„ჰანგის“ წარმომადგენლემბა , შხვედრაზე საყოველთაო დაზღვევის გარდა საქართველოში მოქმედი ყველა სადაზღვეო კომპანიის ბენეფიციართა შორის ჩატარებული კვლევები წარმოადგინეს. მათი განცახდებით , კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული თუ რა სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს მათ ესა თუ ის სადაზღვევო კომპანია. „ჰანგის“ წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ დაზღვევით მოსარგებლე პაციენტები ექიმების მხრიდან გულგრილ მოპყრობას უჩივიან.
სადაზღვეო კომპაია "ჯი -პი- აი ჰოლდინგის" წარმომადგენელმა ლირა არაჩემიამ კი სადაზღვეო პროგრამებში ოჯახის ექიმების ჩართულობასა და როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ უბნის ექიმები არიან სადაზღვეო პროგრამების ძირითადი ლოტბარნი ამიტომ აუცილებელია ამ რგოლის გაძლიერება. მან ასევე განაცხდა, რომ ზუგდიდში ოჯახის ექიმების საკმაოდ ძლიერი და კვალიფიციური კონტიგენტია წარმოდგენილი, მაგრამ საჭიროა მათი ხელშეწყობა და ფინანსური გაძლიერება.
მასალის გამოყენების პირობები