“გაფრინდი მარსზე და აღარ დაბრუნდე”. ეს არა განშორებისას ნათქვამი ფინალური ფრაზაა, არამედ იმ ვაკანსიის აღწერა, რომელიც კომპანია “მარსი 1”-მა გამოაცხადა.
“მარსი 1” ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული. კომპანია გეგმავს 2033 წელს ოთხი ასტრონავტისგან შემდგარი ექსპედიცია მარსზე გაუშვას.
განცხადება იმის შესახებ, რომ კონკურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კომპანიის ხელმძღვანელმა ბას ლანდსდორპმა პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
კომპანიის გათვლით ექსპედიციის მოსამზადებლად 6 მილიარდი ევროა საჭირო. კანდიდატების შერჩევა ერთ-ერთი რეალითი შოუს დროს მოხდება.
„ მარსი 1”-ის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ წითელ პლანეტაზე გამგზავრების მსურველთა რაოდენობა მინიმუმ მილიონი იქნება.
euronews
მასალის გამოყენების პირობები