ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებმა ათი საკითხი განიხილეს. სხდომაზე 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის შეფასებას დებუტატების მხრიდან კითხვები მოჰყვა. ზუგდიდის საფინანსო სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანი მიქენაიამ 2012 წლის ბიუჯეტის ანგარიშის განხილვისას აუდიტორიას, აუდიტის სამსახურის შეფასებაც გააცნო და განაცხადა რომ აუდიტმა, 2012 წლის განმავლობაში გახარჯული ბიუჯეტის ციფრობრივი მაჩვენებელის სიზუსტე ცნო.
ამავე სხდომაზე გამგეობის ფინანსთა სამსახურმა 2013 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ხარჯვითი ნაწილი წარადგინა. როგორც მიქენაიამ მოხსენებაში აღნიშნა პირევლი კვარტლისთვის ბიუჯეტის თითქმის 27 % შესრულებულია რაც თანხობრივად 4 მილიონ 875 ათას ლარს შეადგენს.
სხდომაზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სათამაშო კლუბები კვარტალში 5000 ათასი ლარის ნაცვლად 4000 ლარს გადაიხდიან.
მასალის გამოყენების პირობები