ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ საკრებულოს თვავჯდომარე ლევან კონჯარიას მ/წ სახელმწიფო შესყიდვების პირველი კვარტლის მონაცემები გაუგზავნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ , რომ 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით სულ 48 ხელშეკრულებაა გამარტივებული შესყიდვებით გაფორმებული. ასევე 49 ტენდერი, გამოცხადდა რომელთაგანაც 18 ტენდერი არ შედგა ხოლო 2 შეწყვეტილ იქნა. 29 ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები გაფორმდა.
როგორც განმარტებით ბარათზეა მითითებული დასრულებულ ტენდერებში გამოცხადებული სავარაუდო ღირებულება 3.67416 ლარს შეადგენდა ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებებით მიღებული ეკონომია 34.732 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები