სააღდგომო კვერცხის შესაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საღებავები: ენდრო (უმჯობესია დაჩეჩქვოთ), ან ხახვის ნაფცქვენი. საშუალო ზომის ქვაბისთვის დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.
„ბუნებრივი საღებავი“ ჩაყარეთ წყალში და ხარშეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კი გააცივეთ.
მოხარშვამდე, კვერცხები ჩააწყვეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადაალაგეთ საღებავიან ქვაში; დაადგით ზომიერ ცეცხლზე; დუღილის დაწყების წინ ჩაუმატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.
ადუღებიდან 15-20 წუთის შემდეგ კვერცხი მზად იქნება. ისინი შეგიძლიათ ამოიღოთ და გააცივოთ. თუ გინდათ, რომ შეღებილი კერცხები პრიალებდეს სათითაოთ გაწმინდეთ ზეთიანი ნაჭრით.
მასალის გამოყენების პირობები