ინგრედიენტები:
- 3 ცალი დიდი ბულგარული წიწაკა
- 2-3 ცალი პატარა ყაბაყი
- 2 თავი ხახვი
- 2-3 ცალი ბადრიჯანი
- თითო ძირი ძირა და რეჰანი
- 5 ცალი პამიდორი
- გემოვნებით – ოხრახუში და მარილი
მომზადების წესი:
სიგრძეზე ოთხად გაჭრილი ბადრიჯანი მსხვილად დაჭერით. ზეთში მოშუშეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ყაბაყი და ბადრიჯანი, ნიორი, სუნელები და ჩაასხით 1/2 ჭიქა წყალი.
ბოლოს ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი, დაახურეთ ხუფი და შუშეთ ისევ 20 წუთის განმავლობაში.
მიირთვით შემწვარ ხორცთან, თეთრ პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები