ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში ორმა პატიმარმა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით მაგიდაზე ხელები დაიჭედა.პატიმრების აცხადებდნე, რომ მათ დაპატიმრებისას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
როგორც სასჯელაღსრულებსი სამინისტრო იუწყება ამ დროსითვის ინციდენტი ამოწურულია.სამინისტროს ინფორმაციით, ციხეში გენერალური ინსპექცია მას შემდეგ შევიდა, რაც ორმა პატიმარმა საკუთარი განაჩენი გააპროტესტა და შიმშილობა დაიწყო.
"ინციდენტში სხვა პატიმრებიც ჩაერთვნენ და პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართეს, თუმცა, სოლიდარობის თუ პროტესტის ნიშნად - ჩვენთვის უცნობია", - განმარტავენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები პროტესტის მონაწილე პატიმრებს შეხვდნენ და ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.
მასალის გამოყენების პირობები