ინგრედიენტები
- 100 გრამი ძეხვი
- 100 გრამი ყველი
- 2 ცალი პამიდორი
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 სუფრის კოვზი ძმარი
- 4 ღერი რეჰანი
- 4 ღერი ოხრახუში
- გემოვნებით შავი პილპილი
- გემოვნებით მარილი
მომზადების წესი
ძეხვი და ყველი დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. ამავე ზომაზე დავჭრათ პამიდორი.
ბულგარული წიწაკა დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. რეჰანი და ოხრახუში დავჭრათ საშუალო ზომის ფურცლებად.
ინგრედიენტები მოვათავსოთ სასალათეში დაუმატოთ ზეითუნის ზეთი, ძმარი, შავი პილპილი, მარილი და აურიოთ.
მასალის გამოყენების პირობები