მასალა ცომისთვის:
- 2 კვერცხი
- 50 გ შაქრის პუდრა
- 50 გ ფქვილი
სხვა მასალა:
- 3 ცალი მწიფე მანგო
- 3 ჩ.კ. შაქრის პუდრა
- 300 გ ფორთოხლის ჯემი
- 1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი (სურვილისამებრ)
- 2 ს.კ. თხლად დაჭრილი ნუში
- ცხიმი ფორმისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. კვერცხი და შაქრის პუდრა აურიეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შეურიეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 175 გრადუსზე 15-20 წუთით. ოდნავ გააცივეთ და ამოიღეთ ფორმიდან.
მანგო გათალეთ, გამოაცალეთ კურკა, დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად. მოაყარეთ 2 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა. გააჩერეთ 10 წუთით. შემთბარი ფორთოხლის ჯემი გაატარეთ საცერში, დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი. მიღებული მასის ნახევარი წაუსვით ნამცხვარს, ზემოდან მოაწყვეთ მანგოს ნაჭრები და გადაუსვით დარჩენილი ჯემი. ნუში და 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა უცხიმოდ ოდნავ მოხალეთ. ნამცხვრის გვერდები მორთეთ მოხალული ნუშით.
მასალის გამოყენების პირობები