ერთ–ერთმა მგზავრმა, ცნობილი ჰიტის «I Will Always Love You» ხმამაღალი სიმღერა მაშინვე დაიწყო, როგორც კი თვითმფრინავი ლოს– ანჯელესის აეროპორტიდან აფრინდა.
მგზავრებისა და ეკიპაჟის დაჟინებული თხოვნის მიუხედევად, ქალს სიმღერა არ შეუწყვეტია. შედეგად ბორტზე მყოფმა უშიშროების სამსახურის წრმომადგენელმა ქალს ხელბორკილები დაადო. ნიუ–იორკში მიმავალ თვითმფრინავს კურსიდან გადახრა და კანზას–სითის აეროპორტში დაშვება მოუხდა, სადაც ქალი თვითმფინავიდან ჩამოსვეს და სამართალდამცველებს გადასცეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ქალს სიმღერა არ შეუქყვეტია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცნობილმ ჰიტმა მსმენელი მოთმინებიდან გამოიყვანა.
The New York Times–ის მონაცემებით, 1994 წელს, ინგლისში, ორი შვლის დედა მეზობლების ბინაში შეიჭრა და მუსიკალური ცენტრი ფანჯრიდან გადააგდო, იმ მიზეზის გამო, რომ ეს ოჯახი, გამუდმებით უსმენდა სიმღერას: «I Will Always Love You»
გრდა ამისა, ერთ–ერთ ინგლისელ ქალბატონს მეზობლების საჩივრის გამო, რომლებმაც სიმღერის მუდმივი მოსმენა ფსიქოლოგიურ ზეწოლდ ჩათვალეს, ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები