ზუგდიდში „სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ“ სამეგრელოს რეგიონალურ წევრებთან შეხვედრა გამართა. „სამართლადაცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებლებმა ადგილობრივ წევრებს ორგანიზაციის სამომავლო გეგმები გააცნეს და რეგიონში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს.
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ მთავრ მიზანს ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა წარმოადგენს, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ფაქტზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს.
როგორც „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წარმომადგფენლები აცხადებენ ბოლო პერიოდში, რეგიონებში ძალოვანი სტრუქტურიდან თანამშრომლების უსაფუძვლოდ დათხოვნის ფაქტმა იმატა, გამომდინარე აქიდან ორგანიზაციის წევრები სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნილ ყველა პირს თანადგომას და უფლებების დაცვას ჰპირდებიან და ასევევ ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულ თითოეულ პირს, უფასო საადვოკატო მომსახურეობას სთავაზობს.
შეხვედრაზე სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევა გაჟღერდა. როგორც ერთერთი მოქალაქე ბაჩანა ახალაია, მედიასთან საუბარში ყვება ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოსახელე იყო. ბაჩანა ახალაია თავისდროზე სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში და მოგვიანებით კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცრაზმში ირიცხებოდა.
ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებლები პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.
მასალის გამოყენების პირობები