Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/aqcia-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
უწყლოდ დარჩენილმა რიყის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა (video)
სოფელ რიყის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი წყლისა და გაზის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით შეიკრიბა. ადგილობრივები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ რიყეში 150 ოჯახი ნოემბრის თვის შემდეგ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. იგივე პრობლემა აქვს ახლო მდებარე 5 სოფელსაც. მანიფესტანტები განმარტავენ, რომ წყალმომარაგების სისტემიდან მილების ამოღების პროცესი დეკემბრის თვეში დაიწყო. ადგილზე მომუშავე პირები კი აცხადებენ, რომ პროცესი ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ წარმომადგენლის ლალი ანთიას ინიციატივით ხორციელდებოდა. რიყის მაცხოვრებელი ამირან ვეკუა რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადგილზე ამოღებული მილები ზედაეწერის პოლიციის განყოფილებაში ინახება, აღნიშნულ საკითხზე კი სისხლის სამართლსის საქმეა აღძრული, თუმცა საქმეს მსვლელობა ამ დრომდე არ მისცემია. აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია, რომელმაც განაცხდა, რომ მათი სამსახურის მიერ რიყეში ორი ჭაბურღილის მოწყობა იგეგმება, რომელიც 30 ოჯახს მოამარაგებს, თუმცა მოსახლეობა ამის წინააღმდეგია, რადგან აქამდე არსებული წყალმომარაგების სისტემით სოფელში 150 ოჯახი სარგებლობდა. ქობალია დასძენს, რომ სოფლში წყალმომარაგების აღდგენის საკითხი კომპეტენტურ სამსახურებში უკვე დაყენებულია, მილების საკითხზე კი გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ ბრალდებას მედიასთან საუბარში ლალი ანთია უსაფუძლოს უწოდებს და დასძენს, რომ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან მისი სახელის დაკავშირება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.