Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
17 მაისის აქციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა პროკურორს მიმართა
ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით განვითრებულ მოვლენებზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მთვარ პროკურორს არჩილ კბლაშვილს განცხდაებით მიმართა. რადიო "ათინათი" განცხადებას უცვლელად გთვზობთ. "2013 წლის 20-21 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „იდენტობა“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წევრებს, ასევე აქციის სხვა მხარდამჭერებს და პირებს, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ აქციის გამართვისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. გარემოებების მოკვლევით ირკვევა, რომ უშუალოდ აქციის ჩაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა არაერთ ინციდენტს, რაც თვითმხილველებისა და დაზარალებულების გადმოცემით გამოიხატა მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და, რიგ შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმებში. თუმცა, სახალხო დამცველის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აქციის შემდგომ დღეებში, 18, 19, 20 მაისს აქციის მონაწილეთა და ორგანიზაციების წევრების მიმართ ინდივიდუალური ძალადობრივი ანგარიშსწორების ფაქტები და თანმდევი სახიფათო ტენდენციები, რომელიც განსხვავებული შეხედულებისა თუ ცხოვრების წესის მქონე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. როგორც გამოკითხული პირები აცხადებენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან, 17 მაისიდან დღემდე ადგილი აქვს მათ მიმართ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. კერძოდ, მათი განმარტებით, ადგილი აქვს განსხვავებული გარეგნობის და შეხედულებების გამო მათ დევნას, ფიზიკურ და ვერბალურ შეურაცხყოფას, ძალადობასა და მუქარას (თმაზე ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროვება, ორგანიზაციის ოფისში შეჭრის მცდელობა, ინდივიდუალური საცხოვრებელი მისამართების გარკვევა სავარაუდო ანგარიშსწორებისათვის ა.შ.). რამდენიმე პირი ასევე აღნიშნავს, რომ ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებაც მომეტებული საფრთხის შემცველია. ზოგიერთმა მათგანმა შეიცვალა საცხოვრებელი სახლიც, ვინაიდან დაცული არ არის მათი უსაფრთხოება. თითოეული მათგანი, აღნიშნულ ქმედებებს მათ 17 მაისის აქციაში მონაწილეობასა და კონკრეტულ ლგბტ ჯგუფთან გაიგივებას უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ პირებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომელთა მიმართაც ასევე ადგილი აქვს სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, 2013 წლის 21 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქმის მასალები გადაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურას. საქართველოს სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს ყველა საქმეს ინდივიდუალურად და ყოველდღიური კავშირი ექნება დაზარალებულ პირებთან, მათი უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დაცვის ზედამხედველობის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 20 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 2013 წლის 17 მაისთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 პირი, აშკარაა, რომ აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გაგრძელდეს გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა,–"ნათქვამია განცხადებაში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.