Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/giorgi-todua_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/giorgi-todua_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/giorgi-todua_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/giorgi-todua_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
გიორგი თოდუა: "იტალიაში ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან დაახლოებულია მოსახლეობასთან"

ევროპის რეგიონალური პოლიტიკის გამოცდილების გაზიარების პროგრამის ფარგლებში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით 15 კაციანი დელეგაცია იტალიაში იმყოფებოდა. სამეგრელოდან დელეგაციის წარმომადგენელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალების შემსრულებელი გიორგი, თოდუა გახლდათ.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილესთან ინტერვიუ მონოლოგი ჩაწერა.

ბ/ნ გიორგი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თქვენი ვიზიტი უკავშირდებოდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულ  დეცენტრალიზაციის გეგმას.

- იტალიაში მოქმედი ადმინისტრაციული მოწყობის მოდელი რამდენად განხორციელებადია ქართულ  რეალობაში?

როგორც გიორგი თოდუამ რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა, შეხვედრა ძირითადად სასწავლო სამუშაო ხასიათის იყო. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით შეხვედრები გაიმართა 4 ქალაქის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ასევე ბიზნეს სექტორისა და რეგიონალურ სამსახურებში საფინანსო სააგენტოების წარმომადგენლებთან.

“ საინტერესო გახლდათ ის ფაქტი თუ როგორ არის მოწყობილი ადმინისტარაციული სტრუქტურა იტალიაში, რაც შეეხება სოფელს, სოფლები არ არსებობს, არსებობს მუნიციპალიტეტები, რომლებიც შედგება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისაგან, ანუ საკრებულოებისგან , ასევე ყავთ პირდაპირ არჩეუილი მერი. როგორც გიორგი თოდუა აღნიშნავს, სამომავლად ასეთი სახის რეფორმა იგეგმება საქართველოში.

დიდ ინტერესს იწვევს იტალიის ადმინისტრაციული მოწყობა, არსებობს მუნიციპალიტეტები, რომლებიც შედგება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისგან, საკრებულოებისგან და არჩეული მერისგან, ხოლო ადგილობრივი ქონება, როგორც მიწა ასევე შენობა ნაგებობები შეადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. და  საკუთარი ბიუჯეტი გააჩნია.

იტალიაში ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან დაახლოებულია ადგილობრივ მოსახლეობასთან. უახლოეს მომავალში ჩვენთან იგეგმება სწორედ ასეთი სახის რეფორმა, იმ საკმაოდ ძვირიანი თვითმმართველობის მოდელის ნაცვლად, რომელიც დღეს არის. მსგავსი მოდელი ხელს შეუწყობს სოფლებიდან ქალაქში მიგრაციის კლებას.

აზრთა სხვადასხვაობაა საქრთველოში რეფორმატორთა ჯგუფში თვითმმართველობის არჩევის ვადებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონალური საფინანსო სააგენტოების მუშაობის ფორმაც. რომელთაც საკუთარი ბიუჯეტი გაჩნიათ, იკვლევენ ბაზარს და ეხმარებიან მეწარმეებს ფინანსურად, ისინი ფინანსდებიან როგორც რეგიონალური ასევე ცენტრალური ბიუჯეტდან და დამატებით ისინი ამუშავენ საკუთარ ბიზნეს პროექტებს, ხდება ევროპული ფონდებიდან დონორების მოძიება და შემდეგი ნაბიჯი გახლავთ მეწარმეების დახმარება გრანტისა და უპროცენტო განვადების სახით.

შეხვედრები გაიმართა ბიზნეს ინგუბატორების ოფისებში, რომლებიც ძალიან ეფექტური ორგანიზაციები არიან. ეს ბიზნეს ინგუბატორები ეხმარება მეწარმეებს აგროსექტორში და სხვა სფეროებში დამწყებ ბიზნესმენებს.

არაოფიციალურ საუბრებში რაომდენიმე ბიზნესმენმა სურვილი გამოთქვა მომავალში საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე, რეფორმებით რომლის განხორცილებასაც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გარკვეულ წინადადებებზე მუშაობს, რომელსაც მოგვიანებით პარლამენტი განიხილავს და სავარაუდოდ დაიწყება მათი განხორცილებაც, იმედი გვაქვს საქართველოში ბევრი რამ უკეთესობისჯენ შეიცვლება- აცხადებს გიორგი თოდუა რადიო „ათინათთან“ საუბარში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.