PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/chartulobaaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/chartulobaaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/chartulobaaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/chartulobaaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
უნდა მოხდეს, თუ არა აბორტის საკანონმდებლო აკრძალვა?! (video)
15:56 / 25.05.2013
აბორტის საკანონმდებლო აკრძალვის სავარაუდო შედეგებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმსჯეელეს. შეხვედრას მეან-გინეკოლოგები, ფსიქოლოგები და საულიერო პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას თან ჯმრთლობის გაუარესებასთან ერთად სხვა არასასურველი შედეგებიც ერთვის, საუბარი იყო ასევე აბორტის გავლენაზე დემოგრაფიულ კრიზისთან მიმართებაში და აბორტის მაჩვენებლის ზრდის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე.
წარმოდგენილი იყო საქრთვრლოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული კვლევები საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობასა და შობადობასთნ დაკავშირებით. კვლევის მიხედვით საქართველოში ქალბატონებისთვის ყველაზე რეპროდუქტიული ასაკი 20-24 წელია. ყველაზე ხშირად ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მეთოდ კი 20 დან 44 წლამდე ასაკის ქალბატონები მიმართავენ. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი ქვეყანაში 2000 წლიდან მოყოლებული 2011 წლის ჩათვლით აბორტების რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად მატულობს.
სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალა გრიდასოვამ აღნიშნა, საქართველოში აბორტთან დაკავშირებით არსებული პრობლების რეგულირება სახელმწიფოს პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რომელიც შეუქმნის ქალს შესაბამის პირობებს იმისვთის, რომ შვილი ღირსეულად აღზარდოს. მისივე განცხდაებით საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილება ყოველი მესამე ბავშვის მონათვლის შესახებ საზოგადოებისთვის დიდი სტიმული იყო. ალა გრიდასოვა მიიცნევს, რომ აბორტის საკანონმდებლო აკრძალვამ შეიძლება არალეგალური აბორტებისა და დედათა სივდილიანობის ზრდა გამოიწვიოს.
მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ჯგუშია მიიჩნევს, რომ აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგას. "ეკლესიის მდგომარეობა ამ შემთხვევაში ნამდვილად ცალსახაა, ეს არის მკვლელობა და მორჩა, მაგრამ სახელმწიფოს წინაშე, როგორ დადგეს ეს საკითხი მთლიანად აკრძალოს თუ არა?! როცა ვიცით, რომ აკრძალვა თავისთავად არ სპობს აბორტს, ხელისუფას მართლაც ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს,-"აღნიშნავს მამა გიორგი.
არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების კატეგორიულ აკრძალვას არასწორად მიიჩნევს ოჯახის დაგეგმარების კომპონენტის ტრენერი, მეან-გინეკოლოგი ნანა წითლიძე.
"ჩვენ ვთვლით, რომ ორსულობა თუ დადგება ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ის მშობიარობით დასრულდეს, მაგრამ არასასურველი ორსულობისას მისი აბორტით დასრულების კატეგორიული აკრძალვა არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება მოიმატოს კრიმინალური აბორტების რაოდენობამ, რაც თავის მხრივ კრიმინალური აბორტების რაოდებოას გაზრდის და გამოიწვევ, როგორც ნაყოფის ასევე მსობლის სიკვდილსაც,-"აღნიშნა ნანა წითლიძემ
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები