ინგრედიენტები:
- 2 კონა ახალი ისპანახის ფოთლები
- 5 ჭიქა(665 გრამი) მარწყვი
- 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 1/4 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
- 2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები(შირბახტის/ქუნჯუთის თესლი)
- 1 სუფრის კოვზი ყაყაჩოს თესლი
მომზადების წესი
გაავლეთ წყალში ისპანახი. აცალეთ გაშრობა და შემდეგ ხელით ფაქიზად დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ნაწილებად. დაჭერით თითოეული მარწყვი ორ ან ოთხ ნაწილად (მარწყვის ზომის მიხედვით). მოათავსეთ ისპანახიც და მარწყვიც (დაიცავით ეს თანმიმდევრობა) დიდ თასში.
მეორე ეტაპი:
საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, ძმარი, შაქარი, წიწაკა, სეზამის მარცვლები და ყაყაჩოს თესლი. ზევიდან მოასხით მარწყვს ისპანახით და რამოდენიმე წამით ამოძრავეთ თასი ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც, რათა ყველაფერი შეერიოს ერთმანეთს.
მიირთვით გემრიელად!
მასალის გამოყენების პირობები