ინგრედიენტები:
ფქვილი 2-2.5 ჭ
მარგარინი 130
შაქარი 2/3 ჭ
კვერცხის გული 2
სოდა 1/2 ჩ.კ, ძმრით
ვანილი
მაყვლის ჯემი 1 ქილა
მომზადების წესი:
შაქარი და მარგარინი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, მარილი, ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დავუმატოთ.
ცომის 3/4 ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ ჯემი, ზემოდან კი გავაფორმოთ დარჩენილი ცომით. ღვეზელი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
მიირთვით გემრიელად!
მასალის გამოყენების პირობები